მე ვარ ნანა დვალიშვილი - ბავშთა და მოზარდთა სამკურნალო მასაჟისტ-მეთოდისტი, რომელსაც ამ სფეროში 40 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
ჩემი პროფესიული გზა 1970-იან წლებში დაიწყო. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი სამკურნალო ფიზკულტურისა
და მასაჟის სპეციალობით. მას შემდეგ, ვმუშაობდი სხვადასხვა კლინიკასა და სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ვეხმარებოდი პაციენტებს ჯანმრთელობის
აღდგენასა და ტკივილის შემსუბუქებაში.
წლების განმავლობაში, დავეხმარე სხვადასხვა ასაკის ადამიანებს ისეთი პრობლემების მკურნალობაში, როგორიცაა: სქოლიოზი, კიფოზი, ბენჯ-ბარძაყის
დისპლაზია, კიდურების ტრავმები,ბრტყელი ტერფი და ბავშვთა ცერებლური დამბლები. ჩემს მკურნალობაში ვუხამებ სამკურნალო მასაჟსა და ფიზიკურ ვარჯიშებს, რაც მორგებულია
თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად.
დღემდე ვაგრძელებ პრაქტიკას და მუდმივად ვაცნობიერებ სიახლეებს ამ სფეროში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პაციენტის ჯანმრთელობა, კეთილდღეობა
და შედეგი.
თუ გსურთ ტკივილის შემსუბუქება, სხეულის გაჯანსაღება, ბავშთა კიფო-სქოლიოზური, ან ბავშვთა და მოზარდთა სხვა დიაგნოზების მკურნალობა - მოხარული
ვიქნები, რომ დაგეხმაროთ საიმედო და შედეგიანი მკურნალობის ჩასატარებლად.